korean air

Korean Air კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს შეასრულებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური ჩარტერული ფრენები განახლდება. ავიაკომპანია Korean Air -ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის მიმდინარე წლის 11 მაისს, 25 მაისს, 8 ივნისს, 22 ივნისსა და 6 ივლისს შესრულდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ავიაკომპანიამ ინჩეონი – თბილისი – ინჩეონის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები გასულ წელსაც შეასრულა, 2018-2019 წლებში კი, სეზონური ფრენები სეული თბილისი სეული მიმართულებით განხორციელდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Korean Air -ს საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2025 წლის 2 აპრილს მიანიჭა.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068