air samarkand

Air Samarkand – თბილისი ტაშკენტი კვირაში ორი სიხშირით შესრულდება რეისები

Air Samarkand -მა ტაშკენტიდან თბილისში პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. A321-NEO/CEO ტიპის თვითმფრინავით უზბეკეთიდან საქართველოს მთავარ აეროპორტში 195 მგზავრი ჩამოფრინდა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრების დახვედრის სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

Air Samarkand -ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს. 24 მაისიდან კი Air Samarkand -ი ასევე კვირაში ორჯერ, ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე დაიწყებს ავიარეისების შესრულებას.