WizzAir ქუთაისიდან რიგაში ფრენებს აუქმებს

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია WizzAir ქუთაისიდან რიგაში ფრენებს აჩერებს, როგორც WizzAir -ის ვებ-გვერდზეა ნაჩვენები ბოლო რეისი ქუთაისიდან რიგაში 2025 წლის 31 მაისს შესრულდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება საოპერაციო სირთულეებს.

აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე თვის უკან ავიაკომპანიამ ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებითაც შეაჩერა პირდაპირი ფრენები, რაც გამოწვეული იყო დაბალი მოთხოვნის გამო.

შეფერხებების მიუხედავად, WizzAir აგრძელებს ახალი მიმართულებების დამატებასაც რომლის ფარგლებშიც პირდაპირი ფრენები განაახლა ქუთაისიდან მადრიდსა და ჰამბურგში, აგრეთვე დაემატა ახალი მიმართულება ქუთაისი ლიონი ქუთაისი, რომელიც 3 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068