wizzair

WizzAir ქუთაისიდან კიდევ ერთი მიმართულებით აჩერებს ფრენებს

ავიაკომპანია WizzAir განცხადებით, კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილების შესაბამისად, Wizz Air Abu Dhabi ემირატების მიმართულებით პირდაპირ ფრენებს აჩერებს. განცხადების მიხედვით კომპანია ბოლო ფრენას შესრულებს 31 აგვისტოს, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებასაც.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ავიაკომპანია მგზავრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემდეგ ალტერნატივებს სთავაზობს:

მგზავრებს ვისაც 31 აგვისტოს შემდეგ აქვთ აბუ დაბის მიმართულებით ფრენა, მომდევნო 7 დღის განმავლობაში უკან დაუბრუნდებათ ბილეთების საფასური გადახდის დროს გამოყენებულ მეთოდზე.
მგზავრებს რომელთა უკან დაბრუნების ფრენაც დაგეგმილია შეჩერების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ გადაჯავშნონ უკან დაბრუნების ბილეთი უფრო ადრე პერიოდზე ან მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება.

ავიაკომპანიის განცხადებით ყველა მგზავრს ვისაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო მიუვათ ელ.ფოსტაზე შესაბამისი შეტყობინებები და ინსტრუქციები.