scat airlines

თბილისი შიმკენტი – ახალი მიმართულება თბილისის აეროპორტიდან

ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines -მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია შიმკენტსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი რეისით შიმკენტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, 166-მა მგზავრმა ისარგებლა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

შიმკენტი არის მეხუთე ყაზახური მიმართულება, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines , ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. 11 თვეში საქართველოს აეროპორტები 304 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068