აშშ „მწვანე ბარათის“ პროგრამას აჩერებს, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ნოემის თქმით, დონალდ ტრამპის მითითებით, „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერების ბრძანება გასცა.
ამასთან, მისივე განმარტებით, პროგრამამ ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მისცა.
„ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში დამნაშავემ, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ 2017 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. ეს საზიზღარი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა შემოსულიყო“, – აღნიშნავს ნოემი სოციალურ ქსელში.
როგორც მედია წერს, 2025 წელს აღნიშნულ პროგრამაში თითქმის 20-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.




