მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია, გერმანული Lufthansa 2026 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით 20 ათას რეისს გააუქმებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068მოკლე მანძილებზე რეისების გაუქმების გადაწყვეტილება კომპანიამ საავიაციო საწვავის ეკონომიის მიზნით მიიღო. ეკონომია საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის და ირანის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ გაართულა მსოფლიო ბაზრისთვის საწვავის მიწოდება და მისი გაძვირება გამოიწვია.
Lufthansa ვარაუდობს, რომ ხუთი თვის განმავლობაში 20 ათასი რეისის გაუქმებით 40 ათას ტონაზე მეტ საწვავს დაზოგავს. გერმანული ავიაკომპანია აპრილის ბოლოს გამოაქვეყნებს დროებით გასაუქმებელი რეისების ჩამონათვალს.
ამასთან, გერმანულმა ავიაკომპანიამ უკვე გააუქმა 31 მაისამდე დაგეგმილი ზოგიერთი რეისი. 20 აპრილიდან Lufthansa -ს თვითმფრინავები რეისებს დროებით აღარ ასრულებენ პოლონეთის ჟეშუვისა და ბიდგოშჩის და ნორვეგიის სტავანგერის მიმართულებებით.
წყარო: radiotavisupleba




