სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Condor -ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა.




