მოგზაურობა

ტურისტული პაკეტები გაძვირდა – გაყიდვები 30%-მდე შემცირდა

საავიაციო საწვავის გაძვირების გამო მსოფლიო ავიაცია კრიზისშია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ავიასაწვავის გლობალური საშუალო ფასი ბარელზე163 დოლარის ფარგლებშია, რაც წლიურ ჭრილში 100%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ავიაბილეთების ფასი ტურისტული პაკეტების თვითღირებულებაში ძირითადი კომპონენტია, გაძვირდა მოგზაურობა. ტუროპერატორების ნაწილი ამბობს, რომ გაზრდილ ფასების გამო გაყიდვები დაახლოებით 30%-მდე შემცირდა.

“მაგალითად, თუ აპრილის თვეში გვქონდა რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე 60 დოლარის სხვაობა, მაისის თვეში იმავე მიმართულებაზე მოვიდა 80 დოლარის ფასნამატი. ეს გულისხმობს თითოეულ ადამიანზე გაძვირებული ბილეთის ტარიფს”, – აცხადებს სალომე ბერაია, “პეგას ტურისტიკ საქართველოს და აზერბაიჯანის” გენერალური დირექტორი.

ავიაციის სექტორში არც დღეს არსებული ვითარებაა სახარბიელო და არც სამომავლო პროგნოზები. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი რომც მოგვარდეს, ლოგისტიკური ჯაჭვების აღდგენას თვეები დასჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ავიაციისთვის ყველაზე აქტიურ ზაფხულის პერიოდში სექტორი კრიზისში იქნება.

 

bm.ge