fbpx

Air India თავის ფრენებზე მგზავრებს Wi-Fi-ს შესთავაზებს

ავიაკომპანია Air India, რომელიც Tata Group-ის ნაწილია, მალე საკუთარ ბორტებზე Wi-Fi-ს დანერგავს. ახალ სერვისს ავიაკომპანია პირველად Airbus A350-900 -ის მგზავრებს შესთავაზებს, რომელიც დელისა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტებს შორის დაფრინავს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ავიაკომპანიამ სიახლეს უწოდა “ამბიციური ტრანსფორმაციის პროგრამა”, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრების კომფორტის გაზრდას მოგზაურობის დროს. ირკვევა, რომ ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქებს შორის ფრენები, რომლებიც უკვე დაწყებულია, დღეში ორჯერ სრულდება.

ავიაკომპანიის A350 თვითმფრინავს ბიზნეს კლასში 28 ადგილი აქვს, პრემიუმ ეკონომ კლასში 24 ადგილი და ეკონომ კლასში 264 ადგილი აქვს.

Air India ამ წლის დასაწყისიდან ამატებს ახალ Airbus A350-ებს თავის ფლოტში. მაისში, გადამზიდავმა განათავსა ერთ-ერთი ახალი თვითმფრინავი დელისა და დუბაის შორის რეისებზე.

„A350-900 ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ Boeing 777-300ER-ს და Boeing 787-8 Dreamliner-ს. შედეგად, ყოველ კვირას დელი-ლონდონის მარშრუტზე ავიაკომპანიის რეისებზე დამატებით 336 ადგილი იქნება ხელმისაწვდომი“, – აცხადებენ კომპანიაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ინდური ავიაკომპანია Vistara გახდა პირველი გადამზიდავი ქვეყანაში, რომელმაც საერთაშორისო ფრენების მგზავრებს Wi-Fi-ზე 20 წუთიანი უფასო წვდომა შესთავაზა. სერვისი ხელმისაწვდომია Boeing 787-9 Dreamliner-ზე და Airbus A321neo-ზე.

Avianews.ge