fbpx
ajet

AJet – სტამბოლი თბილისი სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს

თბილისი სტამბოლი თბილისი ს მიმართულებით რეგულარული, ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას 31 მარტიდან იწყებს თურქული ავიაკომპანია AJet .

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

AJet არის უმსხვილესი თურქული ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა და ამ დრომდე AnadoluJet -ის სახელით ოპერირებდა. 2023 წელს AnadoluJet -ის სრული რებრენდინგი ჩატარდა. როგორც „თურქეთის ავიახაზებმა“ განაცხადა, მათი სურვილია, AJet აქციონ აბსოლუტურად დამოუკიდებელ, იაფ ავიაკომპანიად, რომელიც უახლოეს წლებში რეგიონის ლიდერ იაფ ავიაკომპანიად ჩამოყალიბდება.

AJet ამ დროისათვის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 25-ზე მეტ ქვეყანაში, 50-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს რეისებს და ამ რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას აანონსებს.

AJet -ის მთავარი ჰაბი საბიჰა გოქჩენის (სტამბოლი) აეროპორტშია განთავსებული, რომლის გავლითაც შესრულდება რეისები თბილისიდან სტამბოლის, ასევე სხვა მიმართულებით.

ავიაკომპანია რეისებს ასრულებს, მათ შორის, თურქეთის არაერთი პატარა ქალაქის, ჩრდილოეთ კვიპროსისა და ეგვიპტის მიმართულებითაც.