fbpx

ავიაკომპანიები და საერთაშორისო აეროპორტები შეფერხებით მუშაობენ

მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები American Airlines -ი, Delta Airlines -ი, United Airlines -ი, Lufthansa​ და სხვები Microsoft -ის პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობენ. ამავე მიზეზით შეფერხებებია აეროპორტებშიც – ვერ ხერხდება მგზავრთა შემოწმება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ქვეყნის აეროპორტები მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობენ. თუმცა ამ ხარვეზის გამო, ქუთაისიდან გაფრენილი თვითმფრინავი ბერლინის (გერმანია) აეროპორტმა ვერ მიიღო და პოზნანში (პოლონეთი) დაჯდა.

ავიაკომპანიების გარდა, შეფერხებით მუშაობენ ბანკები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ტელე და რადიომაუწყებლები.

ამ მომენტისთვის ავიაკომპანია Wizz Air -ის ფრენებზე ინფორმაცია მათ ვებ საიტსა და აპლიკაციაში მიუწვდომელია, აგრეთვე დროებით გათიშულია ონლაინ რეგისტრაციის check-in სერვისი.