fbpx

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი სამგზავრო რეისების შესრულებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA არის დაინტერესებული. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში სამი სიხშირით განიხილავს. რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.

„ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები, ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით. პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines -ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines -მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.

2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 554.5-პროცენტიანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5 პროცენტი შეადგინა.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068