fbpx
დუბაიში ახალი აეროპორტი

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი აშენდება

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დუბაიში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

წინასწარი შეფასებით, ალ მაკტუმის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება და ის 260 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. შედარებისთვის, ის აქამდე არსებულ დუბაის აეროპორტზე 5-ჯერ უფრო დიდი ზომის იქნება.

ალ მაკტუმის აეროპორტს 400 ტერმინალის კარიბჭე და 5 ასაფრენი ბილიკი ექნება. გარდა ამისა, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ანგარით და სერვისცენტრით აღიჭურვება.

ახალ აეროპორტში ბინას დუბაის ფლაგმანური ავიახაზები Emirates და Flydubai დაიდებენ.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ახალი აეროპორტის აშენებით დუბაი უფრო მეტად გაიმტკიცებს პოზიციას გლობალურ ბაზარზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის რეგიონში საავიაციო ჰაბის ფუნქციას საუკეთესოდ ასრულებს.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068