გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings -ი ბერლინსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების დაწყებას 2023 წლის ბოლოდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ვებგვერდი Reisetopia ავრცელებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068გამოცემა წერს, რომ Lufthansa -ს შვილობილი კომპანია პირველ პირდაპირ რეისს, სავარაუდოდ, 18 დეკემბერს შეასრულებს. Eurowings -ის ვებგვერდზე ამ რეისის ბილეთი უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი 130 ევროდან იწყება, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 4 საათი და 15 წუთია.
Reisetopia-ს თანახმად, ბერლინსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისები ორშაბათობით შემდეგი გრაფიკით შესრულდება:
EW8100 | ბერლინი – თბილისი | გამგზავრება: 12:10, ჩასვლა: 18:55
EW8101 | თბილისი – ბერლინი | გამგზავრება: 19:55, ჩასვლა: 21:10
Reisetopia წერს, რომ ამჟამად გერმანიის და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს მხოლოდ Georgian Airways კვირაში ორჯერ: ოთხშაბათს და შაბათს ასრულებს.