fbpx
ryanair

განაახლებს თუ არა Ryanair საქართველოში ფრენებს – ოფიციალური განცხადება

ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair -ი BMG -ის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ავიაკომპანია 2024 და 2025 წლებში საქართველოში ფრენების განახლებას, პასუხობს, რომ ავიაკომპანიას ამჟამად აღნიშნული გეგმები არ გააჩნია.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

“ამჟამად საქართველოში ფრენების განახლების გეგმა არ გვაქვს, თუმცა თუკი ამ მხრივ სიახლე გვექნა, დაგიკავშირდებით,”- პასუხობენ კომპანიის პრესსამსახურში.

Ryanair -ი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2023 წელს 182 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურ ჭრილში 13%-იანი ზრდა იყო.

Ryanair -ი საქართველოში 2019 წლის ნოემბერში შემოვიდა.

2020 წლის განმავლობაში Ryanair -ი საქართველოში 21,323 მგზავრს მოემსახურა, ეს რეისები ქვეყანაში კოვიდპანდემიის გამო ლოქდაუნის გამოცხადებამდე შესრულდა. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.

თუმცა, პანდემიის დაწყების შემდეგ ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენები შეაჩერა.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068