ჯორჯიან ეარვეისი გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენებს დორტმუნდში, ჰამბურგსა და დუსელდორფში განახორციელებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- თბილისი დორტმუნდი – 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)
- თბილისი ჰამბურგი – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)
- თბილისი დუსელდორფი – 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)
აღნიშნულ რეისებზე ავიაბილეთების შეძენა 1 -ლი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.