fbpx
georgian wings

Georgian Wings ბაქოს მიმართულებით ბოინგ 737-300 -ით შეასრულებს რეისებს

Georgian Wings -ი, რომელიც თბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე 5 სექტემბრიდან ასრულებს რეგულარულ ფრენებს და მგზავრებს ფრანგულ-იტალიური წარმოების 70 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდით ემსახურება, 2023 წლის 11 დეკემბრიდან, ავიაკომპანია მგზავრებს 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737-300-ით მოემსახურება.,,ავიაკომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამგზავრო რეგულარული ფრენების განხორციელება. საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Georgian Wings -მა მიიღო გადაწყვეტილება თბილისი-ბაქო-თბილსის მიმართულებით, ოპერირება განაგრძოს Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი განხორციელებული ფრენით მოვახდინოთ 148 მგზავრის საჰაერო გზით ტრანსპორტირება, შევთავაზოთ მგზავრს ხანმოკლე და ეფექტური ფრენის დრო და საუკეთესო სერვისის მიწოდება ბორტზე“- ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

Georgian Wings-ი 2024 წლიდან სამ ახალ საერთაშორისო მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია ტაშკენტის და კიშინეუს  საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს განახორციელებს, აქტაუს მიმართულებით, კი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს, ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს. აღნიშნულ ავიარეისებზე მგზავრებს Georgian Wings -ი ბოინგ 737-300-ით მოემსახურება. ფრენებს ავიაკომპანია თბილისიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შესთავაზებს მგზავრებს.

ფრენის დროს მეტი კომფორტის შესაქმნელად, ტრანზიტული გზით მოგზაურობისთვის, ერთიანი ავიაბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი.

  • Georgian Wings -ი მგზავრებს სთავაზობს:
  • საქართველოს შიდა და საერთაშორისო ფრენებს
  • ფრენების მოსახერხებელ განრიგს
  • ტარიფების არჩევანს (ხელბარგი და სრული ბარგი)
  • კვებას ფრენის დროს – უფასო გამაგრილებელი სასმელები და სენდვიჩების მენიუ საერთაშორისო ფრენებზე
  • ოთხფეხა მეგობრები საჰაერო ხომალდზე
  • ზენორმატიულ ბარგს (სპორტული აღჭურვილობა, მუსიკალური ინსტრუმენტები)

თბილისი- ბაქო- თბილისის მიმართულებით ფრენები ხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირა დღეს.

თბილისიდან ბაქოს ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკეთ 500505068

500505068