wizzair

ქუთაისი ვენეცია – Wizzair დეკემბრიდან ახალი მიმართულებით შეასრულებს ფრენებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2 დეკემბრიდან ავიარესიებს კომპანია WizzAir ქუთაისი ვენეცია  Airbus A321neo ტიპის ხომალდით  შეასრულებს.

„ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი,  ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.

ქუთაისი ვენეცია ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მაისი 202629 მაისი 2026Wizz Air Maltaავიაბილეთები 297 -დან
2 ივნისი 20266 ივნისი 2026Wizz Air Maltaავიაბილეთები 294 -დან
24 ივლისი 202631 ივლისი 2026Wizz Air Maltaავიაბილეთები 394 -დან
1 აგვისტო 20267 აგვისტო 2026Wizz Air Maltaავიაბილეთები 434 -დან

2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თითქმის 9%-ით მეტია.

ამ ეტაპზე, WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავიაბილეთბის შესაძენად დაგვირეკე 500505068