fbpx
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენება იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საპროექტო სამუშაოების დაწყება იგეგმება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის 2 711 864 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 21 ივლისს იწურება. სატენდერო წინადადების მიხედვით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდეს E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ 747-400-800 ტიპის ხომალდებს. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია უკვე არსებული სამიმოსვლო ბილიკების TWY-A დ ა TWY-B რექონსტრუქცია, მათი მოდიფიცირება და E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის მორგება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაპროექტდება ახალი სამიმოსვლო ბილიკი.

გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ასაფრენის ზოლის ასაშენებლად დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოახდინოს.

ქუთაისის აეროპორტი ს გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის შემუშავებულ დოკუმენტში – „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაშიც” არის გათვალისწინებული. ის ქუთაისში წლების წინ დაპირებული, თუმცა ამ დრომდე შეუსრულებელ სატვირთო ტერმინალის მშენებლობასაც ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. დოკუმენტში წერია, რომ „2023 წელს იგეგმება ახალი, 3,200-3,500-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“.

„აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თ ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთანავე, ახალი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბიუჯეტური ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068