british airways

ლონდონი თბილისი პირდაპირი ფრენა British Airways -ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, British Airways -თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. British Airways -ი საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლიდან შემოვა და მომდევნო წლის 30 მარტიდან, ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

“საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ British Airways -ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.

British Airways -ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.

British Airways -ი მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია”,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი ლონდონი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 აგვისტო 20264 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 356 -დან
24 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 541 -დან
13 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 553 -დან
10 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 595 -დან
5 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 493 -დან
16 იანვარი 202721 იანვარი 20272 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 700 -დან
5 თებერვალი 202719 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 825 -დან
9 მარტი 202716 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 799 -დან
12 აპრილი 202725 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 070 -დან
16 ივნისი 202720 ივნისი 20271 ᲒაჩერებაGerman Airwaysავიაბილეთები 1 171 -დან
27 ივლისი 202731 ივლისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 818 -დან

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068