fbpx
georgian wings

ფასები ცნობილია – რა ეღირება თბილისიდან ბათუმში გადაფრენა

ქართული ავიაკომპანია Geosky -ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, პირველი ფრენა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 28 ივლისზეა დაგეგმილი. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიამ 12 ივლისს გაავრცელა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

სატვირთო გადამზიდავი კომპანიის მიერ სამგზავრო მიმართულების განვიტარების შესახებ GeoSky -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თემურ ლელაძემ “საქმიანი დილაში” სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიაბილეთები ს გაყიდვები 12 ივლისიდან დაიწყო, მსურველებს ბილეთების შეძენა კი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც 15 ივლისიდან შეეძლებათ. GeoSky -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ თბილისი-ბათუმის რეისზე ბილეთის ღირებულება 150 ლარიდან დაიწყება და სხვადასხვა მოთხოვნის – ბარგის, ცხოველის წაყვანისა და თუ სხვა პირობების შემთხვევაში შეიცვლება. რაც შეეხება ფრენის ინტენსივობას, Georgian Wings -ი კვირაში 12 ფრენა შეასრულებს.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკეთ 500505068