2023 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად Qantas-ი დასახელდა. გასულ წელს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში ის მეორე ადგილზე იყო. ინფორმაციას Rankingroyals-ი AirlineRatings.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068რაც შეეხება რეიტინგის ლიდერს, Qantas-მა მსოფლიოს მასშტაბით 384-ზე მეტი ავიაკომპანიას გადაუსწრო და პირველ ადგილზე დაბრუნდა. ის არის ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია მსოფლიოში. ის მუდმივად ამატებს ახალ თვითმფრინავებს თავის ფლოტს, რაც უზრუნველყოფს უწყვეტი ფრენის მაქსიმალურ ხანგრძლივობას. Qantas-მა 2022 წლის საუკეთესო ავიახაზების რეიტინგში VI ადგილი ეკავა, თუმცა, 2023 წელს მან I-ზე გადმოინაცვლა.
Alaska Airlines არის ერთადერთი გადამზიდავი აშშ-ში, რომელიც საუკეთესო ავიაკომპანიების ათეულში მოხვდა;
ბრაზილიის Azul Airlines იყო ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია 2022 წელს. ამას გარდა პუნქტუალური ავიაკომპანიები იყვნენ: JAL-ი, ANA, LATAM Airlines-ი და Delta Air Lines-ი
Emirates კვირაში 3600-ზე მეტ რეისს ახორციელებს 140-ზე მეტ ქვეყანაში.
ათეულში მოხვედრილ თითოეულ ავიაკომპანიას შეუძლია მიიღოს შვიდი ვარსკვლავი მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვაში, წერს პორტალი.
საუკეთესო ავიაკომპანიების ათეული კი ასე გამოიყურება:
1. Qantas (ავსტრალია)
2. Air New Zealand (ახალი ზელანდია)
3. Etihad Airways (UAE)
4. Qatar Airways (კატარი)
5. Singapore Airlines (სინგაპური)
6. TAP Air Portugal (პორტუგალია)
7. Emirates (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)
8. Alaska Airlines (აშშ)
9. EVA Air (ტაივანი ROC)
10. Virgin Atlantic / Virgin Australia
2023 წლის 15 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეიტინგი ანბანური თანმიმდევრობით ასეთია:
Air Arabia
AirAsia
Allegiant
Air Baltic
Easyjet
FlyDubai
Frontier
Jetstar
Jetblue
Indigo
Ryanair
Scoot
Southwest
Spicejet
Spirit
პორტალი Rankingroyals-ი გასული წლების ავარიების შედეგებსაც აჯამებს და წერს, რომ 2022 წელს 32,2 მილიონ ფრენაზე ხუთი ფატალური ავარია დაფიქსირდა. 2021 წლის 29 ინციდენტის შემდეგ, 2022-ში 39 ინციდენტი აღინიშნა, მაგრამ ეს მაჩვენებელი მაინც ნაკლებია 2018-2022 წლების მაჩვენებლებზე, როცა წელიწადში საშუალოდ 43 ავარია ხდებოდა.
ფატალური ავარიების რიცხვი შემცირდა შვიდიდან ხუთამდე 2021 წელს, ერთი რეაქტიული და ოთხი ტურბოპროპური ავარიით, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა ბორტზე 121-დან 158-მდე გაიზარდა.