fbpx
ქუთაისიდან

საქართველოსა და ნეაპოლს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაიწყოს

მაროკოს ქალაქში ტანჟერში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების დირექტორი შეხვედრებს განაგრძობს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძე ხვდება, როგორც ავიაკომპანიებს ისე პარტნიორ აეროპორტებს.

 

რომი ქუთაისი პირდაპირი რეისი – 75 ევრო

რომი ქუთაისი

 

მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ერთობლივ სტენდთან, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მასშტაბურად არის წარმოდგენილი, შეხვედრა გაიმართა ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა და პოტენციური სამომავლო პარტნიორობა.

“იცით, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით, რომელიც “ნაპოლის” რიგებში წარმატებით მოღვაწეობს, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან და დღეს ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა. საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თანამშრომლობა შედგეს”, – ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმის პირველ დღეს ავიაკომპანიებს: SAUDI AIRLINES, EuroWings, AIR Serbia, EASYJET და ონლაინ სამოგზაურო სააგენტოს SKYSCANNER შეხვდა.

ავიაბილეთები ექსკლუზიურ ფასში იყიდება flyAVIA.GE -ზე, დაგვირეკე 500505068 ან მოგვწერე ონლაინ ჩათში

იაფი ავიაბილეთების კალენდარი

წყარო: bm.ge

500505068