fbpx
georgianwings

თბილისი კიშინაუ – Georgian Wings 20 თებერვლიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

Georgian Wings -ის პირველ საინაუგურაციო ფრენის საზეიმო ღონისძიებას კიშინაუში, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქართული ტრადიციების შესაბამისად აორგანიზებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი თბილისი კიშინაუ -ს მიმართულებით პირველ სამგზავრო რეგულარულ ფრენას შეასრულებს.

Georgian Wings -ი ფრენებს თბილისის აეროპორტი -დან, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.

მოლდოვას საერთაშორისო აეროპორტში Georgian Wings -ის პირველი საინაუგურაციო ფრენის საზეიმო ღონისძიება დაგეგმილია მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიერ, ქართული და მოლდოური ტრადიციების შესაბამისად.

,,მოლდოვის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დიდმა დაინტერესებამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება თბილისი კიშინაუ თბილისის საჰაერო ხაზზე 20 თებერვლიდან, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს შევასრულოთ სამგზავრო რეგულარული ფრენები. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს საქართველოსა და მოლდოვას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ ორმხრივად, როგორც ტურიზმი, ასევე ბიზნესი”, – აცხადებს ავიაკომპანიის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.

ავიაკომპანია, აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, დამატებით ახალი სამგზავრო რეგულარული რეისების დანიშვნის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ Georgian Wings -ი 2023 წლის ივლისის თვიდან ასრულებდა სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმის, თბილისი-ბაქოს მიმართულებით.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068