თბილისის აეროპორტი The Routes Europe 2025 -ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონის (Southend Airport) და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, სამგზავრო რეისებს 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს. 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე კიდევ 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. გატარებულ მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდელ მაჩვენებელს.