Turkish Airlines -ის ჰოლდინგი ქვებრენდის AnadoluJet -ის რესტრუქტურიზაციას განახორციელებს და ჩამოაყალიბებს სრულფასოვან დაბალბიუჯეტიან კომპანია Ajet-ს. ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს დადებითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე: ევროპის ქვეყნების გამოცდილებით, მოგზაურთა ნახევარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებს ირჩევს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ირკვევა, რომ Turkish Airlines -მა AnadoluJet -ის ბაზაზე ახალი შვილობილი კომპანია AJet Hava Taşımacılığı Anonim Şirketi (AJet Air Transport Joint Stock Company) დააფუძნა.
ახალი კომპანია დარეგისტრირდა 2023 წლის 14 ივლისს, საწესდებო კაპიტალით 450 მილიონი თურქული ლირა (17,2 მილიონი აშშ დოლარი).
„ეს ნაბიჯი არის AnadoluJet -ისგან ავტონომიური ავიაკომპანიის შექმნის პროცესის გაგრძელება. აქამდე განყოფილება არსებობდა Turkish Airlines -ის კორპორაcიულ სტრუქტურაში“, – წერს Ch-aviation-ი..
AnadoluJet -ის ფლოტი მოიცავს ოთხ A320-ს, თორმეტ A321-ს, შვიდს B737-8-ს და ორმოცდაექვს B737-800-ს.
საავიაციო ბაზრის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გადამზიდველის ფლოტი დროთა განმავლობაში გაერთიანდება – ეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის დამახასიათებელია.
თურქეთის ტურისტული ინდუსტრია მიესალმება ქვეყანაში სპეციალიზებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შექმნას.
TÜRSAB-ის პრეზიდენტის მრჩეველი და Passotour-ის საბჭოს თავმჯდომარე ჰამიტ კუკი ამბობს, რომ ტურიზმის ინდუსტრია 2017 წლიდან საუბრობს თურქული ბრენდის დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველის საჭიროებაზე. კერძოდ, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში ტურიზმის თემაზე გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უნდა გაზარდოს თურქული ტურიზმის კონკურენტუნარიანობა.
ექსპერტის აზრით, თურქეთის სრულფასოვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის არარსებობა ართულებს ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებთან კონკურენციას.
„დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ყოველდღიურად ჩაჰყავთ ტურისტები ევროპის ქალაქებიდან ჩვენს კონკურენტებთან ესპანეთსა და საბერძნეთში“, წერს Turizm Ajansi.
გერმანული ტურისტული ჟურნალის FVW-ის კვლევის მიხედვით, უკვე 2016 წელს ესპანეთში ტურისტების ნახევარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით ჩავიდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მნიშვნელობა ტურიზმისთვის, მათი ბაზრის წილი სტაბილურად იზრდება. ისინი უფრო კარგად გადაურჩნენ პანდემიას, ვიდრე კლასიკური მოდელის ავიაკომპანიები.
ტურისტებისთვის ბილეთის ფასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ავიაგადამზიდავის ბიზნეს მოდელი.
ექსპერტების ვარაუდით, AJet -ს ექნება შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს Easyjet -ს, Ryanair -ს და Germanwings -ს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ავიაკომპანია ნაწილობრივ გადავიდა დაბალბიუჯეტიან მოდელზე, მათ ამ ბიზნესისთვის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა ვერ შეძლეს.
ბიუჯეტური ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068
წყარო: ავიანიუსი