fbpx
wizz air

Wizz air ქუთაისის აეროპორტიდან 5 მიმართულებას ამატებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz air -ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებს და ქვეყანაში ვიზეარი -ის შემდგომ გაფართოებას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

2022 წლის Wizz Air -ი 630,000 გადაყვანილი მგზავრით საქართველოს ბაზარზე ლიდერობს. 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეებს დაამატებს.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ავიაკომპანიის მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შემდეგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან გამართავს.

ვიზეარის ავიაბილეთები ექსკლუზიურ ფასში იყიდება flyAVIA.GE -ზე, დაგვირეკე 500505068 ან მოგვწერე

იაფი ავიაბილეთების კალენდარი

500505068