ქუთაისის აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პირველმა ბიზნეს ლაუნჯმა ოპერირება დაიწყო. VISA -ს მხარდაჭერით შექმნილი ახალი პრემიუმ სივრცე მოიცავს დასასვენებელ, სამუშაო, კვებისა და საბავშვო ზონებს, სადაც მგზავრებს ფრენამდე კომფორტულად დასვენება, მუშაობა და დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ. ლაუნჯი ერთდროულად 70-მდე მგზავრს ემსახურება და უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ და თანამედროვე სამგზავრო გამოცდილებას. ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068








