georgian airways

Georgian Airways -ს ახალი საჰაერო ხომალდი ყავს, რომელსაც 12 საათიანი უწყვეტი ფრენა შეუძლია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

,,ჯორჯიან ეირვეისი” მუდმივად ზრუნავს მისი მგზავრების კომფორტისთვის, მოემსახუროს მათ თანამედროვე საფრენი ხომალდებით.
ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს.

ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან ეარვეისის” ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული.

აღნიშნული ავიახომალდი ქართული ავიაციის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილს თამაზ გაიაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული ავიახომალდის უპირატესობების, უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი სტანდარტების შესახებ.

,,ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია. იგი გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით.

„ბოინგ 767-300“-ის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.

250-ადგილიანი ავიახომალდის ბორტზე განთავსებულია პირველი კლასის სალონი. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068

Georgian Airways ავიაბილეთები

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი22 ივლისი 202629 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 304 -დან
ბათუმი21 ივლისი 202621 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 349 -დან
ლარნაკა21 ივლისი 202625 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 676 -დან
ნიცა2 სექტემბერი 202630 სექტემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 406 -დან
ნოვოსიბირსკი24 ივლისი 202618 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 601 -დან
რომი20 ივლისი 202627 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 547 -დან