ავიაკომპანია

თბილისიდან კიდევ ერთი ახალი მიმართულებით იწყება პირდაპირი ფრენა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით 27 მაისიდან, ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ატირაუ თბილისი ატირაუ მიმართულებით ფრენებს, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ავიაბილეთები უკვე გაყიდვაშია.

გარდა ამისა, Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს, ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.

ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი ბათუმი -ს მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.

Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.

Air Astana -ს ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068