fast track

თბილისის აეროპორტის მოფრენის ტერმინალში სწრაფი გასასვლელის სერვისი ამოქმედდა

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში სწრაფი გასასვლელის Fast Track სერვისი ამოქმედდა“ – ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

„აღნიშნული სიახლე TAV Operation Services -ის, Primeclass Lounge -ის და Visa-ს თანამშრომლობის შედეგია.

ახალი, პრემიუმ სერვისის პრეზენტაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, TAV Operation Services-ის ოპერაციების დირექტორი სინან ერემი და Visa -ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონული მენეჯერი დიანა კიღურაძე ესწრებოდნენ.

სწრაფი გასასვლელის პრემიუმ სერვისი უკვე ფუნქციონირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალშიც“ – ნათქვამია ინფორმაციაში.