დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet -ი ანკარა თბილისი ანკარა საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
„ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის, „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმეტ ბოლატს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. საუბარი ასევე წარიმართა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის და ახალი საჰაერო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობებზე. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47% შეადგინა.




