თუ ხარ კომპანიის ხელმძღვანელი, მფლობელი ან HR და დაინტერესებული ხარ კორპორატიული ტურისტული მომსახურებით მაშინ სწორ გვერდზე მოხვდი.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068კომპანია FlyAvia უკვე რამოდენიმე წელია რაც ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და ყოველთვიურად ათასობით ადამიანს და ათეულობით კორპორატიულ კლიენტს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი – IATA სერტიფიცირებული ოპერატორებით, რომელთაც ნებისმიერი სირთულის მარშრუტი შეუძლიათ დაგეგმონ და მართონ.
ნებისმიერი ტიპის და სიდიდის კომპანიას ვთავაზობთ კორპორატიულ მომსახურებას, დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ 500505068 ან მოგვწერეთ [email protected]
კორპორატიული ავიაბილეთები
დღეს, ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას იძლევა სხვადასხვა პროდუქციის თუ სერვისების ონლაინ გადამოწმებასა და შეძენას, ამ მიმართულებით არც ავიაბილეთებია გამონაკლისი, არის უამრავი ონლაინ სერვისი სადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი კომპანიის სამივლინებო საჭიროებებისთვის ავიაბილეთები, მოიძიოთ სასტუმროც და ტრანსფერიც, მათ შორის ჩვენს საძიებო სისტემაშიც – tickets.flyavia.ge თუმცა ხშირად ის ვინც ამას ამოწმებს და ცდილობს თავი მოუყაროს ყველაფერს ერთად, შესაბამისი გამოცდილების არ ქონის გამო ფერხდება, ყოყმანობს იმაზე, კომპანიისთვის მისაღებია თუ არა კონკრეტულად ეს რეისი, რა პირობები ვრცელდება ავიაბილეთებზე შეძენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება თუ არა ავიაბილეთში ცვლილებების შეტანა, მგზავრის მონაცემების ცვლილება, გაუქმება, თარიღის გადაცვლა ან დაბრუნება, ამ გაურკვევლობის დროს შესაძლოა არასწორი და არასასურველი ავიაბილეთის შეძენა მოყვეს რაც უკვე კომპანიას მნიშვნელოვნად აზარალებს.
კომპანიებს და მით უფრო ისეთი ტიპის კომპანიებს რომელთაც ხშირად უწევთ საზღვარგარეთ თანამშრომლების გაგზავნა ან პირიქით უცხოეთიდან ახალი კადრები ჩამოყავთ საჭიროებენ მოქნილ სერვისს სადაც შესაძლოა – საჭიროება იყოს ავიაბილეთის თარიღის ცვლილების, გაუქმების, ბარგის დამატების, სახელის ცვლილების და ა.შ.. ეს ყველა ჩამოთვლილი პროცედურა კი უმეტეს შემთხვევაში ონლაინ შეძენილ საძიებო საიტების დახმარებით შეუძლებელია და საჭიროებს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას და სფეროში გამოცდილ კადრს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საჭიროებისა, სამივლინებო მოგზაურობის დაგეგმვა ს ხშირად კომპლექსური მიდგომა ჭირდება, მხოლოდ ავიაბილეთები არ არის საკმარისი, მგზავრს შესაძლოა მთელი რიგი დამატებითი სერვისები დასჭირდეს, როგორიცაა – სასტუმრო, შიდა ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე, ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის ტრანსფერი, სამოგზაურო დაზღვევა, როუმინგ ინტერნეტი და ა.შ..
FlyAvia თანამშრომლობს ყველა მოწინავე ტექნოლოგიურ სადაჯავშნო სისტემებთან, გვაქვს პირადი კომუნიკაცია კონკრეტული ტურისტული სერვისების ადგილობრივ მომწოდებლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში დავგეგმოთ და მაღალ დონეზე ვმართოთ მოგზაურობა ყველა ეტაპზე, გარდა მოქნილობისა ჩვენთან თანამშრომლობა სამოგზაურო ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგცემთ, ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ მოქნილი გადახდის გრაფიკით, მიიღოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ბუღალტერიისთვის. რაც ყველაზე მთავარია პროფესიონალების მხარდაჭერა მოგზაურობის დაგეგმარების ყველა ეტაპზე.
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი კომპანია ერთ სივრცეში მიიღებს კორპორატიული მოგზაურობის ყველა სერვისს და უამრავ ბენეფიტს:
- ავიაბილეთების გადამოწმება/გამოწერა (ბილეთებთან დაკავშირებული ყველა მომსახურება)
- სასტუმროს შერჩევა/დაჯავშნა
- ტრანსფერის შერჩევა/დაჯავშნა
- პირადი მენერჯერის მომსახურება
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებისა ჩვენგან ყველა მოგზაურობისას მიიღებთ ტურისტული სერვისების ნაკრებს უფასოდ:
- სამოგზაურო დაზღვევა
- როუმინგ ინტერნეტი
- თვითმფრინავში სასურველი ადგილის არჩევაზე 15%-იანი ფასდაკლება
- ბარგის დამატების შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ წონაზე
- წელიწადში 2-ჯერ ბარგი და სასურველი ადგილის არჩევა უფასოდ.
თუ გსურთ თქვენი ბიზნესის სამივლინებო პროცესების გამარტივება და პროფესიონალურად დაგეგმვა დაგვიკავშირდით 500505068 ან მოგვწერეთ [email protected]