fbpx

ქუთაისის აეროპორტში E-Gate ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068
E-Gate არის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის. შესაბამისად, მგზავრს, რომელსაც გავლილი აქვს online რეგისტრაცია, უკვე აქვს ელექტრონული ჩასხდომის ბარათი და ჩასაბარებელი ბარგი თან არ აქვს, რეგისტრატორთან მისვლის გარეშე შეძლებს e-gate-ზე ჩასხდომის ბარათის დასკანერებისას რეისზე დაფიქსირებას.

ახალი ელექტრონული, ავტომატიზებული სისტემა გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.
e-gate