fbpx
myway airlines

ავიაკომპანია Myway Airlines -ი სამგზავრო გადაყვანებს უბრუნდება

Myway Airlines -ი სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს, – ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ კომპანიის დირექტორმა რატი ბაკურაძემ განუცხადა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულება გაფორმებულია სამგზავრო Boeing 777 -ზე და პირველი თვითმფრინავი საქართველოში 2-3 თვეში იქნება. რაც შეეხება მეორე თვითმფრინავს, მის ჩამოყვანაზე მუშაობა პირველი Boeing 777-ის ჩამოსვლიდან მალევე დაიწყება. Boeing 777 გათვლილია 312 მგზავრზე, საიდანაც 28 ადგილი არის ბიზნეს კლასის.

„როგორც მოგეხსენებათ, შარშან აპრილში დავკარგეთ ორი თვითმფრინავი სუდანში. ორივე სამგზავრო იყო, ამ ეტაპზე დაზღვევამ აგვინაზღაურა ორივეს თანხა და შესაბამისად, ახალ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, რომ გავრისკეთ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ავიღეთ ე.წ დიდი თვითმფრინავი Boeing 777”, – აღნიშნა ბაკურაძემ.

მისი თქმით, Boeing 777 გათვლილია შორ დისტანციაზე 10-12 საათის განმავლობაში ფრენისთვის. მსგავსი ტიპის თვითმფრინავი ქართული ბაზრისთვის სიახლეა. სწორედ ამიტომ, კადრების მოძიების მხრივ ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტია. ბაკურაძის თქმით, აპირებენ, რომ 8 პილოტი ჩამოიყვანონ საქართველოში, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში ქართველი ეკიპაჟი გადაამზადონ და სრულად ჩაანაცვლონ უცხოელები.

„გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ტიპია, თანამშრომლების შოვნა საინჟინრო და საფრენოსნო ეკიპაჟი ბორტ გამყოლები არის რთულად მოსაძებნნი. საკმაოდ დიდი ეკიპაჟი დაგვჭირდება, საწყის ეტაპზე გვინდა 8 პილოტის ჩამოყვანა. პირველი ნაწილი წავა 2 სეტი, 4 ქართველი პილოტი და წელიწად-ნახევრიდან 2-წლამდე გვინდა, რომ გვყავდეს სრულიად ქართული ეკიპაჟი, 5-დან 6-სეტამდე“, – ამბობს ბაკურაძე.

როგორც Myway Airlines -ს დირექტორი აღნიშნავს, Boeing 777 -ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სიახლე და გამოწვევა იქნება, გარდა ამისა, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„ვისურვებდი რომ ბევრი ხალხი დასრულდეს ამ სფეროში საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე. საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს და არ არის გამორიცხული რომ მომავალი 20 წლის განმავლობაში საქართველო გახდეს ჰაბი და კონკურენცია გაუწიოს სტამბულსაც. ჩვენ ჩვენ წვლილს შევიტანთ ქართული ავიაციის განვითარებაში“, – განაცხადა რატი ბაკურაძემ.

შეგახსენებთ, 2022 წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Myway Airlines კომერციული ფრენის ლიცენზია გაუუქმა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტში, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობა იყო, რაც იმას გულისხმობდა, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51%-ი საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068

bpn.ge

500505068