fbpx
lufthansa

Lufthansa საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისებს გაზრდის – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გერმანიის საავიაციო ჯგუფის Lufthansa გენერალურ მენეჯერ ბერნჰარდ ვოდლთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ კიდევ უფრო მეტი რეგულარული რეისის შესრულების საკითხი განიხილეს.

Lufthansa ჯგუფი მიმდინარე წელს გაზრდის რეგულარული რეისების განხორციელებას საქართველოს მიმართულებით. კერძოდ, თუკი დღემდე ჯგუფი ოპერირებდა კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ფრენებს 18 სიხშირით შეასრულებს – რეისები განხორციელდება გერმანიის და ავსტრიის 5 ქალაქიდან (ბერლინი, ვენა, მიუნხენი, დიუსელდორფი, შტუტგარტი)“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი რეისის განხორციელების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, გაზრდილი სიხშირეები გაზრდის საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობას და მიმდინარე წელს ხელს შეუწყობს მეტი ევროპელი ტურისტის შემოსვლას საქართველოში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის სამომავლოდ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოში ევროპელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068