ბათუმის აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი – ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი – „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ ინვესტიციით აშენდა და 2007 წლის 26 მაისს გაიხსნა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

ტავ ჰოლდინგის მიერ დაპროექტდა და აშენდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და აეროდრომი. აღნიშნულ კომპანიას ბათუმის აეროპორტში ოპერირების უფლება, 20 წლის ვადით (2007-2027 წ.წ.) აქვს.

პანდემიის პერიოდში 2020 წელს, ბათუმის აეროპორტში, “ტავ ჰოლდინგმა” დამატებითი 17 მლნ-იანი ინვესტიცია განახორციელა და აეროპორტის განახლების სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2021 წლის მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი ტერმინალი დაემატა. ამ მომენტისთვის აეროპორტს მილიონ 200 ათასამდე მგზავრის მომსახურება შეუძლია, რომლის მაჩვენებელიც 2007 წლისთვის მხოლოდ 40 000 იყო. განახლებული აეროპორტის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

ბათუმის აეროპორტის განრიგი

ბათუმის აეროპორტიდან ფრენები სრულდება შემდეგი მიმართულებით:

სტამბოლი
თელ-ავივი
ერევანი
თეირანი
მინსკი
ასტანა

ავიაკომპანიები

ბათუმის აეროპორტში ფრენები სრულდება შემდეგი ავიაკომპანიების მიერ – Georgian Airways , Turkish Airlines , Pegasus Airlines , Arkia Israeli Airlines , Belavia , Ak Air , FlyDubai

იაფიანი ავიაბილეთის შესაძენად დაგვირეკე ან მოგვწერე ნომერზე 500505068

აეროპორტის სერვისები

ბათუმის აეროპორტში შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი სერვისებით, როგორიცაა – ბარგის შეფუთვის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ბიურო, დაკარგული და ნაპოვნი ნივთები, TAV Passport Card, დაკარგული ბარგი, პრაიმკლას დარბაზი – საერთაშორისო ტერმინალი, ინტერნეტი, სამედიცინო პუნქტები, ბანკები და ვალუტის გაცვლის ოფისები, და სხვა.

ტრანსპორტი და პარკირება

ტრანსპორტი: მგზავრს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ გამგზავრება შეუძლია მუნიციპალური ავტობუსი N10. მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს.

Პარკირება ბათუმის აეროპორტში

პარკირება: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, პარკირების სისტემა სრულად ეხმიანება, მომხმარებლის საჭიროებებს და გათვლილია 100 ავტომანქანაზე.

 

ავიაბილეთები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი1 დეკემბერი 20257 დეკემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 306 -დან
ბაქო8 მაისი 202610 მაისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 594 -დან
სტამბოლი6 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 320 -დან
კაზანი11 ოქტომბერი 202514 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 901 -დან
სანკტ პეტერბურგი14 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 1 021 -დან
მოსკოვი19 ნოემბერი 202527 ნოემბერი 2025Azimuthავიაბილეთები 706 -დან
მინვოდი16 ნოემბერი 202519 ნოემბერი 2025Azimuthავიაბილეთები 269 -დან
მინსკი28 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025Belaviaავიაბილეთები 849 -დან
ეკატერენბურგი16 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 1 076 -დან