fbpx
euro2024

EURO 2024 -ზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ავიაბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება

EURO 2024-ზე თბილისის აეროპორტიდან სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები TKT.GE -ზე ხვალიდან გაიყიდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 -ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE გაყიდვაში ხვალ 13:00 საათიდან ჩაეშვება. 1 გზის ღირებულება 195 ევრო იქნება.

ბილეთის შეძენის წესები და პირობები შემდეგია:

ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას
მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.
შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.

EURO 2024 -ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერმანიის მიმართულებით და პირიქით, რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი
კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი
თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი
დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი
თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი
ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი

ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე, ასევე ხვალიდან იქნება შესაძლებელი. 1 გზის ღირებულება თბილისის ჩარტერების მსგავსად, 195 ევრო იქნება.

500505068