დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია WizzAir -მა დაამატა ახალი სატარიფო გეგმა Wizz Smart , ავიაკომპანია მომხმარებლებს უკვე სთავაზობს 4 სხვადასხვა ტარიფს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ
თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068ვიზეარი -ს ყველაზე ბიუჯეტური ტარიფია Basic – რომელიც გულისხმობს ზურგჩანთას წონით მაქსიმუმ 10კგ და ზომით 40х30х20 სმ.
Basic ტარიფისგან განსხვავებით Wizz Smart საშუალებას გაძლევთ თვითმფრინავის ბორტზე აიტანოთ ზურგჩანთასთან ერთად პატარა ბორბლებიანი ჩემოდანიც და დამატებითი ჩანთა გაბარიტებით 55х40х23 სმ და წონით 10კგ. ეს ტარიფი აგრეთვე მოიცავს პრიორიტეტულ ჩასხდომას, აგრეთვე სტანდარტული ადგილის უფასოდ არჩევას და რეისზე წინასწარი რეგისტრაციას ფრენამდე 30 დღით ადრე.
წესით Wizz Smart გეგმის შეძენა უფრო იაფი გიჯდებათ ვიდრე მასში შემავალი ყველა სერვისი ინდივიდუალურად Basic ტარიფზე მორგების შემთხვევაში. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ WizzAir იყენებს სერვისებზე ფასების დინამიურ განსაზღვრას, სატარიფო გეგმის არჩევამდე აუცილებლად გადაამოწმეთ სასურველი დამატებითი სერვისების Basic ტარიფის გათვალისწინებით შეძენისას უფრო იაფი ხომ არ დაგიჯდებოდათ ავიაბილეთები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ სასურველი სატარიფო გეგმა.
ამ მომენტისთვის ავიაკომპანია WizzAir ყიდის ავიაბილეთებს კიდევ ორი სატარიფო გეგმით – Wizz Go რომელიც ითვალისწინებს პატარა ხელბარგს, სტანდარტული ადგილის არჩევას და 20კგ ბარგს. ახალი ტარიფის Wizz Smart -ის დამატებამდე Wizz Go უფრო მეტ სერვისს ითვალისწინებდა – უფრო დიდი მოცულობის ხელბარგს, პრიორიტეტულ რეგისტრაციას და აეროპორტში უფასო რეგისტრაციას.
ყველაზე ძვირიანი ტარიფი Wizz Plus კი ითვალისწინებს დიდ და პატარა ხელბარგს, 32 კგ ჩასაბარებელ ბარგს, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ადგილის უფასოდ არჩევას, აეროპორტში უფასო რეგისტრაციას, რეისის გადადებისას ცვლილება დამატებითი გადახდის გარეშე და ავიაბილეთის დაბრუნებისას ბილეთის საფასურის უკან დაბრუნება Wizzair კრედიტის სახით.