,,Georgian Wings-ი დღეს ასრულებს პირველ რეგულარულ რეისს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულების დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. პრაღა საქართველოში არის ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება და არსებული ფრენები საშუალებას მისცემს მგზავრებს დაგეგმონ მოგზაურობა და დასვენება პირდაპირი ფრენებით“. – განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ
საქართველოს საელჩოს და პრაღის საერთაშორისო აეროპორტის ორგანიზებით, საინაუგურაციო ფრენის ღონისძიება, ქართული ტრადიციების შესაბამისად საზეიმო ვითარებაში წარიმართა.

ღონისძიებას, როგორც Georgian Wings -ის ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პრაღის საერთაშორისო აეროპორტის და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მგზავრებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ – ,,ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო არის, რომ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის. დაახლოვებით ხუთ წლიანი შუალედის შემდეგ ავიაკომპანია Georgian Wings -მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ფრენები ამ მიმართულებით, რაც თავისთავად ძალიან კარგი არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოვებას. მე, როგორც ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით, პოლიტიკურ განზომილებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩეხეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყოველთვის იყო და არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გამოცდილების გამზიარებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ქართულ ავიაკომპანიას, რომ სწორედ ჩეხეთი განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რომ შესრულდეს აღნიშნული ფრენები. საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და დიდი პოტენციალი აქვს სამომავლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებას. ჩეხეთი, ასევე ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ფრენების აღდგენა თბილისსა და პრაღას შორის კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ურთიერთობებს.“ ავიაკომპანია მგზავრებს მაისის თვის განმავლობაში თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით, ავიაბილეთებზე სპეციალურ ფასს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings -ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.
ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკეთ 500505068