fbpx
boeing

საქართველოში Boeing -ისა და Airbus -ის ბიზნესკლასის სავარძლების კომპონენტების წარმოება იწყება

საქართველოში, კერძოდ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) Boeing -ისა და Airbus -ის ბიზნესკლასის სავარძლების კომპონენტების წარმოება იწყება.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

როგორც თბილისის თიზ-ის მფლობელმა და ადმინისტრატორი კომპანია “ზოტი ჰოლდინგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, აღნიშნული პროექტის ინვესტიცია პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარია.

„ორი სხვადასხვა გერმანული ინვესტიციით თბილისის თიზ-ში ორი პროექტის განხორციელება იწყება. ამ ეტაპზე Boeing -ისა და Airbus -ის ბიზნესკლასის სავარძლების კომპონენტების წარმოება. საქართველოში ასეთი პროექტი არ არსებობს, ეს იქნება პირველი საპილოტე პროექტი. პირველი მანქანა-დანადგარები ამ კვირაში შემოვიდა. სამომავლოდ დაგეგმილია Boeing-ისა და Airbus-ის ბიზნესკლასის სავარძლების წარმოების დაწყებაც“, – აცხადებს სოსო ნიბლაძე.

მისივე განმარტებით, მეორე პროექტი, რომელიც ასევე გერმანული ინვესტიციით განხორციელდება მიკრო ჩიპების წარმოებას გულისხმობს.

სოსო ნიბლაძის განცხადებით, ჯამში ამ ეტაპზე თბილისის თიზ-ში 30-მდე პროექტი ხორციელდება.

“ჩვენ თიზ-ებში მუშაობის დაახლოებით, 15 წლიანი გამოცდილება გვაქვს და შესაბამისად, აქტიურად ჩავერთეთ ინტენსიურ განვითარებაში. პოზიციონირებას ვაკეთებთ მცირე და საშუალო ტიპი მრეწველობებზე, სასაწყობე ტიპის განვითარებებზე. ჩვენი აქცენტი არ არის დიდი საწარმოები, ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად დივერსიფიკაცია მოვახდინოთ როგორც ბიზნესსფეროების, ისე დარგების, ვიმუშაოთ ევროპული კომპანიების მოზიდვაზე. რაღაც კომპანიები დაგვხვდა, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და მოვიზიდეთ დამატებითი პროექტები. ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ის, რომ აქტიურად შევსულიყავით ინფრასტრუქტურის და სერვისების ნაწილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ნიბლაძე.

ცნობისთვის, თბილისის თიზ-ი 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების ე.წ. გაერთიანებას წარმოადგენს.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068

bp.ge