fbpx
sunexpress

საქართველოს ბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია SunExpress -მა დაიწყო

საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress -მა ოპერირება დაიწყო. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – ანტალიიდან, ანკარადან და იზმირიდან იფრენს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით დღეს ანტალიიდან შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, SunExpress-ის პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.

ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს.

იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress-ი 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 500505068