fbpx
პეგასუსი

თურქეთსა და საქართველოს შორის ზაფხულში 4 ავიაკომპანია იფრენს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქეთსა და საქართველოს შორის ოპერირებას 4 თურქული ავიაკომპანია მოახდენს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia -ში განმარტავენ, ორ ქვეყანა შორის მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფენ: Turkish Airlines -ი, Turkish Airlines -ის შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet -ი, ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი და SunExpress -ი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ონლაინ

თუ კითხვა გაქვს დაგვირეკე 500505068

„2023 ზაფხულის სეზონზე თურქეთის მიმართულებით სტამბოლის გარდა გვექნება ფრენები ანკარას (Pegasus – 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირე, SunExpress – 05 ივნისიდან კვირაში 1 სიხშირე), იზმირის (Pegasus – 28 მარტიდან კვირაში 2 სიხშირე, SunExpress 03 ივნისიდან – კვირაში 2 სიხშირე) და ანტალიის (Pegasus – 27 მარტიდან კვირაში 4 სიხშირე, ხოლო 4 ივნისიდან კვირაში 5 სიხშირე, Sunexpress – 27 მაისიდან კვირაში 2 სიხშირე) მიმართულებებით“, – აცხადებენ TAV Georgia -ში.

კომპანიის ინფორმაციითვე, Turkish Airlines -ი სტამბოლიდან დღეში 5 რეისს შეასრულებს, მათ შორის 1 რეისს AnadoluJet -ი მოემსახურება, რეისი საბიჰა გოგჩენის აეროპორტის საშუალებით განხორციელდება.

რაც შეეხება Pegasus -ს, ავიაკომპანიას სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ექნება კვირაში 17 რეისი.

თურქეთის ავიაბილეთები იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ ფლაიავია -სთან, დაგვირეკე 500505068